
პასტერელოზის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ემულგირებული ვაქცინა
შემადგენლობა:ვაქცინა წარმოადგენს შტამი Pasteurella multocida 796, 5254 ინაქტივირებული კულტურის ნარევს ზეთის ადიუვანტით (Montanide ISA 70 ან 206)
გამოყენების ჩვენებები: ვაქცინას იყენებენ პასტერელოზის მიმართ არაკეთილსაიმედო ან საფრთხის შემცველ მეურნეობებში.ვაქცინის გამოყენებამდე და მისი გამოყენების პროცესში საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა და წყლის აბაზანაზე შეთბობა 35-37 ℃ ტემპერატურამდე. პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნის დღეს, ნარჩენის გაუვნებლება ხდება მისი ადუღებით.იმუნიზაციას ექვემდებარება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 2 თვიდან და ზემოთ, პირველადი რევაქცინაცია მოზარდის ხორციელდება 6 თვის შემდეგ. შემდგომი - ყოველი 11 თვის შემდეგ. იმუნიზაციის წინ ტარდება მთელი სულადობის გულდასმით შემოწმება და თერმომეტრირება. პასტერელოზით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება ხდება და მათ უტარდება მკურნალობა პასტერელოზის შრატის გამოყენებით. თუ შრატის შეყვანიდან 10 დღე-ღამის შემდეგ პასტერელოზის დაავადების ნიშნები არ გამოვლინდა, ხდება მათი ვაქცინაცია.ცხოველების იმუნიზაცია უტარდება ერჯერადად, კუნთში, კისრის შუა მესამედში ცხოველის ასაკისა და წონის მიუხედავად, დოზით 3სმ3 (1,5სმ3 -ის ოდენობით კისრის ორივე მხარეს). ინექციის ადგილას საჭიროა მსუბუქი მასაჟის გაკეთება.
გამოშვების ვფორმა: 100მლ ფლაკონი
მწარმოებელი:ბელვიტუნიფარმ,ბელორუსია