
ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო, ცოცხალი, მშრალი ვირუსვაქცინა შტამი ~Н~
შემადგენლობა:ნიუკასლის დაავადების ვირუსით (შტამი „H“) ინფიცირებული СПФ-ქათმის ემბრიონების ექსტრაემბრიონული სითხისგან, სტაბილიზატორის სახით შემდეგი ნივთიერებების დამატებით: საქაროზა (10%), პეპტონი (4%), ჟელატინი (1%).
გამოყენების ჩვენებები:ვაქცინა განკუთვნილია მოზრდილი ქათმების, ციცრების და ინდაურების იმუნიზაციისთვის ნიუკასლის დაავადებისთვის არახელსაყრელ მეურნეობებში.
იმუნიზაცია უტარდება კლინიკურად ჯანმრთელ ფრინველს 60 დღის ასაკიდან, აცრილი ფრინველებისგან უფრო პატარა ასაკობრივი ჯგუფების სრული მკაცრი იზოლაციის უზრუნველყოფით. აცრა კეთდება კუნთში. ვაქცინის ამპულებში შეჰყავთ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი, ეტიკეტზე მითითებული ლიოფილიზებული ვირუსის მოცულობის ოდენობით და ამზადებენ ვაქცინის სამუშაო გაზავებას თანაფარდობით 1:1000. მაგალითად: 0,1 სმ3 მოცულობის ვაქცინის ვირუსში შეჰყავთ 0,1 სმ3 ფიზიოლოგიური ხსნარი და აზავებენ 1:1000, მიღებულ ნარევში 100 სმ3-მდე ფიზიოლოგიური ხსნარის დამატებით (ამ შემთხვევაში 99,9 სმ3).
გამოშვების ფორმა: ვაქცინა გამოდის 1 სმ3 ვაქცინის ვირუსის შემცველობით (100დოზა).
მწარმოებელი ქვეყანა: ,,სტავროპოლის ბიოფაბრიკა’’ რუსეთი