
დასტონიკი
იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისტრესული, ანტიმიკრობული, ენერგეტიკული საშუალება, გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის
შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: სუბსტანცია „DAS“-ის მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს (Glycine max, Hordeum vulgare) 56.6 მg.
გამოყენების ჩვენებები: საკვები დანამატი დასტონიკი გამოიყენება ყველა სახის ცხოველებისა და ფრინველებისთვის, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისტრესული ანტიმიკრობული, ენერგეტიკული საშუალება, კერძოდ:
საკვებდანამატი გამოიყენება პერორალურად, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად (ინდივიდუალური ან ჯგუფური წესით),
ფრინველს: 1ლ/1ტ წყალზე, დღეში ერთხელ;
ცხოველებს: 1 მლ /5-10 კგ ც.წ-ზე, დღეში ერთხელ;
თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან.
გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.
ცხოველებისა და ფრინველისგან წარმოებული პროდუქცია სასურსათო მიზნებისათვის გამოიყენება შეუზღუდავად.
გამოშვების ფორმა: 100მლ
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი დამზადების დღიდან.
მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8
დეტალური ინფორმაცია: https://biotecsi.ge/ka/product/89-dastonic
ბიოტეკსი