წესები და პირობები

ჩვენი ვებ-საიტის მომსახურებით სარგებლობისას ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის განთავსებისა და შეძენის პირობები, იხილეთ წინამდებარე გვერდი.

 საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენ მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

 

  1. ტერმინების განმარტება
    • საიტი - ვებ გვერდი ---------------

მმართველი კომპანია- ვებ გვერდის ------------ს მფლობელი კომპანია, შპს „როქი“ (ს/კ:206271755).

მომხმარებელი- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის ძიებას და შეძენას.

მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.

გამყიდველი - შპს „როქი“ - მმართველი კომპანია, საიტის მეშვეობით ყიდის პროდუქციას, რომელსაც დამატებითი მომსახურებების სახით შემოთავაზებული აქვს გარანტია და მიტანის სერვისი.

განცხადება - საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ.

პროდუქცია - საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი.

 

 

  1. ზოგადი პირობები
    • წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს მმართველი კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს.
    • მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.
    • საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. მმართველი კომპანია მომხმარებლებს არ დაარღვევინებს ნებისმიერ მოქმედ კანონს. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა, საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.
    • მმართველი კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მმართველი კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.
    • საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
    • მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.
    • მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რომ ხელყოს მმართველი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. ვებ-გვერდის კონტენტის გაყიდვა, გადაყიდვა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია.
  2. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები
    • წინამდებარე ვებ გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა მომხმარებელს არ უბრუნდება, თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით გააუქმებს რეგისტრაციას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი რეგისტრაციის ნებაყოფლობით გაუქმებამდე გახარჯოს გამოუყენებელი ბალანსი. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს მმართველი კომპანიისადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.
  3. რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები
    • მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.
    • მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
  4. პროდუქციის ყიდვა
    • პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
    • საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.
    • მმართველი კომპანია, როგორც გამყიდველი, პასუხისმგებლობას იღებს და  გასცემს გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, ამგვარი მითითება აისახება საიტზე შესაბამის ველში.
    • პროდუქციის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წესები იხილეთ ნივთის დაბრუნების პოლიტიკის განსაზღვრელი დოკუმენტი.
  5. არასრულწლოვანი პირები
    • ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

  1. სხვა პირობები
    • საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა, მითითებული იქნება პროდუქციის წესების/სრული აღწერის გვერდზე და სავალდებულო იქნება წინამდებარე პირობებთან ერთად, როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის.