
რატინოლი
მღრღნელების საწინააღმდეგო სადერატიზაციო (როდენტიციდური) საშუალება
შემადგენლობა: ბრომადიოლონი 0.005%
გამოყენების ჩვენებები: სადერატიზაციო საშუალება რატინოლი წარმოადგენს მზა ფორმის გრანულირებულ მისატყუარს მღრღნელების გასანადგურებლად, რომელსაც გამოხატული აქვს მაღალი როდენტიციდური მოქმედება ვირთაგვებისა და თაგვების (სახლის, მინდვრის თაგვები) მიმართ. იყრება როგორც მისატყუარი სოროებში, გამოიყენება საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელ, სამრეწველო შენობებსა და მათ გარშემო, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 1კგ პაკეტები.
მწარმოებელი ქვეყანა: „ბიოტეკსი“, საქართველო