
შემადგენლობა:
100 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
კალციუმის გლუკონატი – 45 გ
კალციუმის გლუკოჰეპტონატი – 2 გ
კალციუმის ჰიპოფოსფიტი – 2 გ
კალციუმის D-საქარატი – 1 გ
მაგნიუმის ქლორიდი – 3 გ
კალსიმინი გამოიყენება ჰიპოკალცემიით გამოწვეული მდგომარეობების, როგორიცაა დამბლა, და კალციუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ყველა შინაურ ცხოველებში, ღორებში და განსაკუთრებით მსხვილფეხა პირუტყვში.
გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მშობიარობის დროს ცხელების და ლაქტაციის პერიოდში ტეტანიის დროს
ჰიპომაგნიემიური კრუნჩხვების და სხვა დაავადებების დროს, რომლებიც ცნობილია როგორც „მდელოს ტეტანია“
რაქიტი, ოსტეომალაცია, ახალგაზრდა ცხოველებში ზრდის შეფერხება ან შეწყვეტა
რეპროდუქციული მაჩვენებლების შემცირება, ალერგია, ინტოქსიკაციები, ნერვული სისტემის დარღვევები (morbus maculosus, შრატის დაავადება, ეკლამფსია, ანაფილაქსია, ეგზანთემა, ჰემორაგიული დიათეზი, ჰემატურია, ალერგიული რეაქციები)
ლითონებით გამოწვეული ინტოქსიკაციები (ვერცხლისწყალი, ტყვია, სპილენძი, თუნუქი, კადმიუმი), აგრეთვე ქლოროფორმით, ნახშირბადის ტეტრაქლორიდით, ორგანული ფოსფორის ინსექტიციდებით და საკვებით მოწამვლის დროს
მწერების ნაკბენების და სხვა მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა დიდი რაოდენობით ფოსფორისა და ფოსფატების მიღება
მსხვილფეხა პირუტყვი (200–500 კგ): 80–100 მლ
ცხენები (200–500 კგ): 80–100 მლ
ცხვარი, თხა (20–50 კგ): 15–25 მლ
ღორები (50 კგ): 15 მლ
შენახვის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: VILSAN.
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/246-kalsimin