
ლივერტონიკი
კუჭ-ნაწლავის, ელენთის, თირკმელების ფუნქციის გამაუმჯობესებელი, ღვიძლის დამცავი საშუალება
მცენარეული წარმოშობის საკვები დანამატი სასოფლო სამეურნეო ფრინველებისა და ცხოველებისთვის
შემადგენლობა: პორია ქოქოსი (Poria Cocos), ძირტკბილა (Licorice)
სამიზნე სახეობა: ფრინველი (ქათამი (მეხორცული, მეკვერცხული), ბატი, იხვი, ინდაური), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი
გამოყენების ჩვენებები
ლივერტონიკის პერორალური ხსნარი გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის (მეტაბოლიზმის) სტიმულირებისთვის. არის ენერგიის წყარო.
- აუმჯობესებს ნაღველის მჟავებისა და ფერმენტების გამომუშავებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიპიდურ მეტაბოლიზმში.
- არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ათვისებას, აფერხებს პათოგენური ბაქტერიების ზრდას.
- აღადგენს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას, აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს სისხლძარღვებსა და ღვიძლში.
- ახდენს დეტოქსიკაციას, ანეიტრალებს ამიაკის მავნე ზემოქმედებას.
- აღადგენს ნაწლავის მონელებისა და შეწოვის ფუნქციას, აქვს დიარეის საწინააღმდეგო მოქმედება.
- გამოიყენება თირკმელების დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ინფექციური ბურსიტის, თირკმლების უკმარისობის, ვისცერული სუნთქვის უკმარისობისა და მედიკამენტოზური სტიმულაციების (მაგ. სულფანილამიდების) შედეგად გამოწვეული თირკმელების დაავადებების დროს.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- აუმჯობესებს სასუნთქი სისტემების ფუნქციებს.
გამოშვების ფორმა: 1 ლ
დოზირება:
ფრინველებს, ცხოველებს: 1ლ /1000-1200 ლ წყალზე, 5-7 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში დოზა ორმაგდება.
ზოგიერთ მძიმედ დაავადებულ ფრინველს ინდივიდუალურად აწვეთებენ 0,5-1 მლ, უკეთესი ეფექტისთვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას
ვარგისობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“ , საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8
დეტალური ინფორმაცია: https://biotecsi.ge/ka/product/135-livertonic
ბიოტეკსი, საქართველო