
ციფლოდექსი თეთრი ფერის სუსპენზია.
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს: ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს – 4,5 მგ, დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს – 1 მგ.
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება ძაღლებში, კატებში, მცირე, ეგზოტიკურ და დეკორატიულ ცხოველებში თვალისა და ყურის მწვავე და ქრონიკული ანთებების მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული, ქიმიური ან ტრავმული ზემოქმედებით – კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ირიდიტი, ირიდოციკლიტი, რქოვანის წყლულები და ეროზიები, თვალის დაზიანებები ტრავმის ან უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ ასევე აგრესიული ნაერთების ზემოქმედებით, ოპერაციის შემდგომ და წინამორბედ პერიოდში; ასევე ოტიტი, ოტორეა, მათ შორის უცხო სხეულის შედეგად გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება ცხოველებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ჩაწვეთდეს კონიუნქტივალურ ჩანთაში 1–2 წვეთი 2–4-ჯერ დღეში (რთულ შემთხვევებში 1–2 დღე – ყოველ 2–3 საათში 1–2 წვეთი) ან ყურის არხში 1–4 წვეთი (ცხოველის მასის მიხედვით) 2–3-ჯერ დღეში.
თუ აღინიშნება ძლიერი ჩირქოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, წინასწარ ტარდება თვალისა ან ყურის ჰიგიენური დამუშავება: იწვეთება 3–4 წვეთი და გამონადენი მოცილდება სტერილური მარლის ტამპონით, რის შემდეგაც იწვეთება 1–2 წვეთი პრეპარატის. მკურნალობის კურსი გრძელდება სრული გამოჯანმრთელებამდე და შეადგენს 5–10 დღეს.
გაფრთხილება:
თვალში ჩაწვეთებისას ზოგჯერ შესაძლებელია ლოკალური გაღიზიანება, ქავილი, ცრემლდენა, რომლებიც სწრაფად ქრება; იშვიათად – ალერგიული რეაქციები, ხოლო ხანგრძლივი გამოყენებისას – მეორადი გლაუკომის ან სტეროიდული კატარაქტის განვითარება. სიფრთხილით გამოიყენეთ ცხოველებში 7 დღემდე.
გამოშვების ფორმა:
პოლიმერული ფლაკონი წვეთოვნით, 10 მლ
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +10°С-დან +25°С-მდე ტემპერატურაზე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 30 დღის განმავლობაში.
ვადა: 2 წელი.
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/689-ciplodex-eye-and-ear-drops-10ml
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.