სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
შემადგენლობა ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 680მგ, ოქსფენდაზოლს 300მგ, ივერმექტინი 10 მგ; გამოშვების ფორმა: #300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში აღწერა: ყავისფერი ფერის ტაბლეტები, ტაბლეტს ერთ ზედაპირზე აქვს ჭდე, მეორე ზედაპირზე წარწერა - ’’BIO’’, შესაძლოა აღენიშნებოდეს წინწკლები. ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით, მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების (ოქსიკლოზანიდის, ოქსფენდაზოლის, ივერმექტინის) კომბინაცია უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სრულ დეჰელმინთიზაციას ნემატოდების, ტრემატოდებისა და ცესტოდების საწინააღმდეგოდ.
გამოყენების ჩვენებები პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის, ავიტელინოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზისა და ესტროზის დროს.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო