
ნიუკასლის ვაქცინა ფრინველებისთვის
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი
შემადგენლობა: გამოიყენება ლიოფილიზატი საინექციო სუსპენზიის დასამზადებლად. ვაქცინა დამზადებულია ნიუკასლის დაავადების ვირუსით (შტამი „H“) ინფიცირებული СПФ-ქათმის ემბრიონების ექსტრაემბრიონული სითხისგან, სტაბილიზატორის სახით შემდეგი ნივთიერებების დამატებით: საქაროზა (10%), პეპტონი (4%), ჟელატინი (1%). ვაქცინა წარმოადგენს რუხი ფერის ფორიან მშრალ მასას, რომელიც ადვილად იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში.
გამოყენების წესი: ვაქცინა განკუთვნილია მოზრდილი ქათმების, ციცრების და ინდაურების იმუნიზაციისთვის ნიუკასლის დაავადებისთვის არახელსაყრელ მეურნეობებში.
იმუნიზაცია უტარდება კლინიკურად ჯანმრთელ ფრინველს 60 დღის ასაკიდან, აცრილი ფრინველებისგან უფრო პატარა ასაკობრივი ჯგუფების სრული მკაცრი იზოლაციის უზრუნველყოფით. აცრა კეთდება კუნთში. ვაქცინის ამპულებში შეჰყავთ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი, ეტიკეტზე მითითებული ლიოფილიზებული ვირუსის მოცულობის ოდენობით და ამზადებენ ვაქცინის სამუშაო გაზავებას თანაფარდობით 1:1000. მაგალითად: 0,1 სმ3 მოცულობის ვაქცინის ვირუსში შეჰყავთ 0,1 სმ3 ფიზიოლოგიური ხსნარი და აზავებენ 1:1000, მიღებულ ნარევში 100 სმ3-მდე ფიზიოლოგიური ხსნარის დამატებით (ამ შემთხვევაში 99,9 სმ3).
გახსნილი ვაქცინა შეჰყავთ:
– 120 დღემდე ასაკის წიწილებზე 0,5 სმ3-ის გაანგარიშებით;
– 1,0 სმ3უფროსი ასაკის ქათმებსა და ციცრებში;
– 2,0 სმ3 მოზრდილ ინდაურებს.
ვაქცინა შეჰყავთ მკერდის კუნთში ან ბარკლის კუნთში. საინექციო ნემსი შეჰყავთ მკერდის კუნთის შუა ნაწილში 0,3-0,5 სმ სიღრმეზე მახვილი კუთხით თავის მიმართულებით (კუდის მიმართულებით ნემსის შეყვანისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძვლის და ღვიძლის გახვრეტას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფრინველის სიკვდილი).
გვერდითი მოქმედება: წინამდებარე ინსტრუქციის თანახმად ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება. ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს მცირე შეშუპება, რაც ქრება 2-3 კვირაში. ნიუკასლის დაავადების გამოვლენის სიმპტომები ან სხვა პათოლოგიური ნიშნები ვაქცინის დოზის გადაჭარბებისას დადგენილი არ არის.
დაფასოება: ვაქცინა გამოდის 1 სმ3 ვაქცინის ვირუსის შემცველობით (100დოზა).
უკუჩვენება: აკრძალულია ვაქცინის გამოყენება სხვა იმუნობიოლოგიურ პრეპარატებთან ერთად.
აკრძალულია დაუძლურებული, დასუსტებული ფრინველის და 60 დღემდე ასაკის წიწილების აცრა.
შენახვის პირობები: ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, ბნელ ადგილზე 2°С-8°С ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა: ვაქცინის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 12 თვეს გამოშვების დღიდან, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ვაქცინა არ გამოიყენება.
მწარმოებელი: სტავროპოლის ბიოფაბრიკა, რუსეთი
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.








