სულტრიმი 480
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება
გამოყენების ჩვენებები:პრეპარატი „სულტრიმი 240“ გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ბოცვერის და შინაური ფრინველის ბაქტერიული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. კერძოდ, სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საშარდე გზების და სასქესო ორგანოების ბაქტერიული ინფექციების, ასევე ვირუსული დაავადებებით გამოწვეული მეორადი ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების (აკნე, ფურუნკული, აბსცესი, პიოდერმია; ჭრილობისმიერი ინფექციები), პროტოზოული ინფექციების (კოქციდიოზის) დროს, რომელთა აღმძვრელებიც პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის _ დიარეას, სალმონელოზის, პასტერელოზის, პნევმონიის, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესის, შარდსასქესო ორგანოების ინფექციების, მასტიტის;
ღორის კოლიბაქტერიოზის, ატროფიული რინიტის, სალმონელოზის, პასტერელოზის, ტოქსოპლაზმოზის, ჰემოფილოზური პლევროპნევმონიის, წითელი ქარის;
ბოცვერის კოკციდიოზის, სალმონელოზის, სტაფილოკოკოზის;
მწარმოებელი: შპს ,, ბიოტეკსი,, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8