
ტილოზინა 200 საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ტილოზინს 200მგ; შემავსებელი q.s. 1მლ.
გამოყენების ჩვენებები:
- მსხვილფეხა პირუტყვი (ფურები მშრალობის პერიოდში): ხარის რესპირატორული კომპლექსი, ზოგადად დაკავშირებულია Pasteurella multocida და Corynebacterium pyogenes, პნევმონია, ბრონქიტი, დიფტერია და მეტრიტი.
- ღორი: ართრიტი, პნევმონია, ვიბრიონული დიზენტერია.
გამოშვების ფორმა:100მლ
დოზირება
პრეპარატი გამოიყენება კუნთში შესაყვანად.
- მსხვილფეხა პირუტყვი: 0,5-0,9მლ 10კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია, ტილოზინის ფუძე 10-18მგ/კგ ც.წ-ზე) 24 საათში ერთჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.
- ღორი: 0,45-0,5მლ 10კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია, ტილოზინის ფუძე 9-10მგ/კგ ც.წ-ზე) 12 საათში ერთჯერ 3 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან და სიცხისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ინვესა, ესპანეთი.