Agricula-ში ხელმისაწვდომია "როქის" მობილური საწველი აპარატების ფართო არჩევანი: 1 და 2-სისტემიანი მოდელები, „მშრალი“ და „ზეთოვანი“ ძრავებით, ვაკუუმის ავზით (გარე/ჩაშენებული) და გენერატორზე მომუშავე ვარიანტები.
სწორი არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ფერმაში ფურების რაოდენობაზე, სადგომის განლაგებაზე, ენერგომომარაგებაზე და იმაზე, რამდენად მოძრავი უნდა იყოს აპარატი.
სწორად შერჩეული მოდელი ნიშნავს:
ამ სტატიაში გაგაცნობთ მარტივ, პრაქტიკულ საბაზისო რჩევებს, რათა სწრაფად მიიღოთ თქვენზე მორგებული გადაწყვეტილება.
1-სისტემიანი - მსუბუქი/კომპაქტური, მარტივად გადაადგილდება. <10 ფურიან ფერმაში საკმარისია.
2-სისტემიანი - ერთდროულად 2 ფურის მოწველა; რეკომენდებულია ≥10 ფურის შემთხვევაში. აჩქარებს სამუშაოს და ზოგავს დროს.
გარე ავზი (ძირითადად დიდი მოცულობის მოდელებზე 40 ლ+): გამჭვირვალე ხუფი → სისუფთავის კონტროლი მარტივია, სერვისიც მოსახერხებელია.
ჩაშენებული ავზი: უფრო კომპაქტურია/მსუბუქია, მაგრამ მონიტორინგი შედარებით რთულია.
ტიპი | მთავარი პლიუსი | გაითვალისწინეთ |
მშრალი | მსუბუქი და მარტივი, მუშაობს ყველა ტემპერატურაზე; მარტივი წმენდა | შედარებით ხმაურიანია; არ უყვარს ზედმეტი ნესტი |
ზეთოვანი | ჩუმია, ფირფიტები/ნაწილები დიდხანს ძლებს | საჭიროებს ზეთის კონტროლს; დაბალ ტემპერატურაზე სტარტი შეიძლება გართულდეს |
ქსელი: სტაბილურია, ზედმეტი მოვლა არ სჭირდება.
გენერატორი (ბენზინი): იდეალურია საძოვრებზე/გარე სივრცეებში, სადაც დენი არ არის.
პულსატორი უზრუნველყოფს ნაზ/სტაბილურ რითმს — ცურთითების დაცვა და ეფექტურობა.
სილიკონის და რეზინის საწოვრები - უნდა ერგებოდეს ცურთითების ანატომიას; გაცვეთილი საწოვარი ზრდის დაზიანებისა და მასტიტის რისკს.