
ყვითელი წებოვანი ფირფიტები — პეპლები
აღწერა:
ოთახისა და აივნის მცენარეების დასაცავად განკუთვნილი ეფექტური, ორგანულ-მექანიკური მეთოდი. სპეციალურად შერჩეული ყვითელი შეფერილობის, პეპლის ფორმის წებოვანი ფირფიტები იზიდავს ისეთ მავნებლებს, როგორიცაა ბუგრები, სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum) და თრიფსები. მავნებლები ეკვრიან მაღალი ხარისხის ენტომოლოგიურ წებოს, რომელიც მცენარეებისთვის უვნებელია. სწრაფი მოქმედების წებოვანი საფარი უზრუნველყოფს ძალიან მცირე ზომისა და მსუბუქი მავნებლების საიმედო მიკვრასაც. საფარი ხანგრძლივად ინარჩუნებს თვისებებს, არ ირეცხება და არ დნება, მდგრადია ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობის მიმართ. ფირფიტები დაცულია სილიკონიზებული მოსახსნელი ქაღალდით და ადვილად თავსდება ნიადაგში.
გამოყენების წესი:
პეპლის ფორმის ყვითელი წებოვანი ფირფიტები გამოიყენება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, იანვრიდან დეკემბრამდე. ჩაარჭეთ ფირფიტები ნიადაგში, მცენარეებთან ახლოს, ისე, რომ ფოთლებს არ ეხებოდეს. როდესაც წებოვანი ზედაპირი მავნებლებით დაიფარება, შეცვალეთ ფირფიტები ახლით.
გამოყენება:
1 მ²-ზე თანაბრად განათავსეთ 2–4 ყვითელი წებოვანი ფირფიტა საყვავილე კონტეინერებსა ან დეკორატიულ ქოთნებში. გამოყენება შესაძლებელია მცენარის მთლიან სავეგეტაციო პერიოდში, გარდა ყვავილობის ფაზისა, ფუტკრის მიწებების თავიდან აცილების მიზნით.
შემადგენლობა:
გამჭვირვალე წებოთი (1-Butene, homopolymer Petroleum resins) დაფარული ფირფიტები, რომლებიც არ შეიცავს მცენარეთა დაცვის ქიმიურ აქტიურ ნივთიერებებს. პროდუქტი არ არის კლასიფიცირებული როგორც სახიფათო. ლოდინის პერიოდი არ არის საჭირო.
შენახვის პირობები:
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, მშრალ, კარგად განიავებად ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს, სასმელებსა და ცხოველთა საკვებს. გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. გამოყენების შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები. პროდუქტის ნარჩენებისა და შეფუთვის უტილიზაცია განახორციელეთ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
შეფუთვის შიგთავსი:
… წებოვანი ფირფიტა.
დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა და სერიის ნომერი:
მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი:
UNICHEM d.o.o., Sinja Gorica 2, 1360 Vrhnika, Slovenia; სლოვენია.
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.