
დეხინელ პლუსი
პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: ძაღლი, პატარა, საშუალო და დიდი ჯიშის ძაღლი.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფებანტელს 150მგ, პირანტელ ებონატს 144მგ, პრაზინკვანტელს 50მგ.
გამოყენების ჩვენებები:
დეხინელ პლიუსი ტაბლეტი ხორცის გემოთი ინიშნება ძაღლების ნემატოდოზების ცესტოდოზების, კერძოდ, ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის, ტრიქოცეფალატოზის, ტენიიდოზის, დიპილიდიოზის, ექინოკოკოზის, დიფილობოთრიოზის, მეზოცესტოიდოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად პერორალურად ერთჯერადად უზმოზე, დოზები მოცემულია ცხრილში:
|
ძაღლის მასა, კგ |
ტაბლეტის რაოდენობა |
|
|
პატარა ჯიშის ძაღლები (ლეკვები) |
||
|
0,5-5 კგ |
½1/2 ტაბლეტი |
|
|
6-10 კგ |
1 ტაბლეტი |
|
|
საშუალო ჯიშის ძაღლები |
||
|
11-15 კგ |
1 ½ ტაბლეტი |
|
|
16-20 კგ |
2 ტაბლეტი |
|
|
21-30 კგ |
3 ტაბლეტი |
|
|
დიდი ჯიშის ძაღლები |
||
|
31-40 კგ |
4 ტაბლეტი |
|
|
41-50 კგ |
5 ტაბლეტი |
|
|
|
|
|
ნემატოდების ინტენსიური ინვაზიის შემთხვევაში რეკომენდირებულია პრეპარატის განმეორებით მიცემა 14 დღის შემდეგ იგივე დოზირებით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: კრკა, სლოვენია.
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/193-dehinel-plus
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.








