

არ არის მარაგში
დაიცავით თქვენი პირუტყვის პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა ცხელ სეზონზე სითბური სტრესის კალათით.
კალათში შედის ჩვენი სამი წამყვანი პროდუქტი: რუმიფოსი (250მლ), განასუპერვიტი (50გრ) და ჩვენი ფაქიზო (250გრ), გამორჩეული თვისებებით სითბური სტრესის მავნე შედეგების შესამცირებლად.
რუმიფოსი (250მლ): აუმჯობესებს სითბური სტრესისადმი მდგრადობას, ზრდის პირუტყვის ყოველდღიურ წონამატს და პროდუქტიულობას.
განასუპერვიტი (50გრ): აბალანსებს გაუწყლოების პროცესებს და აძლიერებს ტემპერატურული სტრესისადმი მდგრადობას.
ჩვენი ფაქიზო (250გრ): აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას სტრესული პირობებში.
დოზირება: შეურიეთ თითოეული პროდუქტი წყალს ან საკვებს ინდივიდუალური ინსტრუქციის მიხედვით.
რუმიფოსი: 1მლ ერევა 25კგ ცოცხალ წონაზე საკვებში ან წყალში
განასუპერვიტი: ასაკისა და წონის მიხედვით 2გრ, 5გრ ან მაქსიმუმ 7გრ ერევა საკვებს.
ჩვენი ფაქიზო: 1 პაკეტი (250 გრამი) ერევა 30კგ დამატებით საკვებში
ერთი კალათა საკმარისია 5 სულის 1 სრული კურსისთვის.
სიხშირე: გამოიყენეთ რეგულარულად მაღალი ტემპერატურის პერიოდში ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.