
იოდზეფი 10 % ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 100მგ.
გამოყენების ჩვენებები
• ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების, მათ შორის ტროფიკული წყლულების ანტისეპტიკური დამუშავება.
• დეზინფექცია კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, გინეკოლოგიური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
• კანისა და ლოწოვანი გარსის დამუშავება დიაგნოსტიკამდე და დიაგნოსტიკის შემდგომი გამოკვლევები და მანიპულაციები (ინფექციები, პუნქციები, სისხლის აღება ბიოფსია და სხვა).
• ავადმყოფების ჰიგიენური დამუშავება, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
• სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
• დეზინფექცია ინფექციური დერმატიტების, სოკოვანი დაავადებების, პაპილომების, ჩირქოვანი დაავადებების შემთხვევაში.
• სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება, დაინფიცირებული ავადმყოფიდან კონტაქტის შემთხვევაში.
• გინეკოლოგიაში მწვავე და ქრონიკული ვაგინიტების, მომყოლის შეჩერების, ენდომეტრიტების, მეტრიტების, ტრიქომონოზის, კანდიდოზის დროს.
• ცხოველების კიდურების დეზინფექცია თურქულით, ნეკრობაცილოზით დაავადების შემთხვევაში.
• კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციების შემთხვევაში.
• შენობების, წარმოება-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების საკვებურების, წყლის ჭურჭლის, ასევე ცხოველების სადგომების, ინკუბატორების, საფრინველისა და სხვა მოწყობილობების დეზინფექცია.
გამოშვების ფორმა: 20 მლ .
გამოყენების წესი და დოზირება
- შენობა ნაგებობის და მოწყობილობის დეზინფექცია - 1:100 - 1-200-ზე განზავებით. ხსანარის 1 ლიტრი საკმარისია - 4მ² ფართობის დასამუშავებლად, ხოლო გაფრქვევით ან გაბოლებით 100 მ³ მოცულობისათვის.
- შენობა ნაგებობის და მოწყობილობის დეზინფექცია ინფექციური კერების არსებობისას - 1:20 - 1-50განზავებით.
- კანის საფარველის დასამუშავებლად გამოიყენება იოდზეფის წყალხსნარი 1:10 განზავებით.
- კიდურებისა და პირის ღრუს დეზინფექცია 1:100-150-ზე განზავებით.
შენახვის პირობები
სამუშაო ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. დამზადებული ხსნარის ხანგრძლივად შენახვა დაუშვებელია. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა, გაუფერულება არაეფექტურობის მაჩვენებელია. სინათლეზე და 40°C ტემპერატურაზე ჩქარდება აქტიური ნივთერებების დაშლა.
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას 20°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
დეტალური ინფორმაცია: https://biotecsi.ge/en/product/36-iodsep-10
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.








