
არ არის მარაგში
საკვები დანამატი, ორგანული მჟავები
მწარმოებელი: ROYAL ILAC, თურქეთი
სამიზნე სახეობები: ყველა სახის ფრინველი, ღორი
შემადგენლობა: ფოსფორმჟავა, პროპილენგლიკოლი [1,2- პროპანედიოლი], საანალიზო კომპონენტები: სუფთა წყალი 29,8%, ფოსფორმჟავა 22%, ფოსფორი 5,72%, რძემჟავა (E270) 45.000მგ, ჭიანჭველმჟავა (E236) 520.000მგ, ლიმონის მჟავა (E 330) 90.000მგ
გამოყენების ჩვენებები
ცნობილია, რომ მეფრინველეობაში ორგანული მჟავა სასარგებლოა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პათოგენების საწინააღმდეგოდ ბრძოლისათვის.
ზრდის მჟავიანობას, ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიული ფლორის განვითარებას.
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და პროდუქტიულობას.
ორგანული მჟავა ეფექტურია ფრინველის კენჭოვანი დაავადებების (პოდაჰრა/თირკმელებში კენჭების წარმოქმნა) პროფილაქტიკისთვის
საკვებდანამატი გამოიყენება: მადის დაქვეითების, დიარეასა და ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, ასევე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პათოგენური ბაქტერიების წარმოქმნისას.
გამოყენების წესი, დოზირება:
ფრინველის აციდოზი: 0,5 ლ/ 1 ტ სასმელ წყალზე, 5-6 დღის განმავლობაში.
ღორი, გოჭი: დაამატეთ 0,5 ლ/1 ტ სასმელ წყალზე, 5-6 დღის განმავლობაში.
საშარდე სისტემის (თირკმლის)გაწმენდისთვის: 0.25 - 0.5 ლ / 1 ტ სასმელ წყალზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
გამოიყენება მხოლოდ ცხოველთა ჯანმრთელობისათვის.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გამოყენების შემდეგ ჰერმეტულად, კარგად დახურეთ ბოთლი.
შენახვა: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე.
შეფუთვა: 1 ლ,
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.








