
Bac 80 სადეზინფექციო ხსნარი
BAC 80 არის მეოთხეული ამონიუმის ჯგუფის ბიოციდური ხსნარი, რომელიც ეფექტურად გამოიყენება წყალგამძლე ზედაპირების რეცხვისა და დეზინფექციისთვის. უზრუნველყოფს ბაქტერიციდულ, ვირულიციდულ (კორონავირუსების ჩათვლით), ფუნგიციდურ და ალგიციდურ აქტივობას.
პროდუქტი არ აზიანებს ზედაპირებს, არ ტოვებს ლაქებს, არის ბიოდეგრადირებადი და ეკომეგობრული. იდეალურია სამედიცინო დაწესებულებებისთვის, კვების მრეწველობის ობიექტებისთვის, რესტორნებისა და სხვა საჯარო სივრცეებისთვის, განსაკუთრებით HACCP სისტემის იმპლემენტაციის დროს.
ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს- მათ შორის ტუბერკულიოზის ჩხირებსაც.
მრავალმხრივი გამოყენება, სახლებში, სასტუმროებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში, პენიტენციურ სისტემებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კვების ობიექტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.
უსუნო, არ ტოვებს ლაქებს და არ საჭიროებს ჩამორეცხვას
ეკოლოგიურად უსაფრთხო და ბიოდეგრადირებადი
პროდუქტი არის კონცენტრატი და საჭიროებს წინასწარ გაზავებას.
მომზადებული სამუშაო ხსნარი ინარჩუნებს ეფექტურობას 2 კვირის განმავლობაში
საუკეთესო შედეგისთვის, დოზირება შეარჩიეთ სპეციალისტის კონსულტაციით.
ძირითადი მახასიათებლები:
აქტიური ნივთიერება: ალკილდიმეთილ ბენზალკონიუმის ქლორიდი 8%
pH: 8,5 ± 1,4
გამოშვების ფორმა: 1 ლ
დოზირება: 100–300 მლ/მ² ზედაპირის დეზინფექციისთვის
შესაფერისია: ლითონის, პლასტმასის და სხვა წყალგამძლე ზედაპირებისთვის
ვარგისიანობა: 2 წელი
მწარმოებელი: შ.პ.ს. ბიოტეკსი, საქართველო
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.