
დეზინფექს 305
ტუტეზე დაფუძნებული კონცენტრირებული თხევადი სარეცხი საშუალება შეიცავს მცირე ოდენობით ქლორს და ქაფს, სპეციალურად გამიზნულია საწველი სისტემების წმენდისა და ხელით რეცხვისთვის.
გამოყენების სფერო: გამიზნულია საწველი სისტემების და მანქანების, ფილტრების, გასაგრილებელი ავზების, მილების, ჯაგრისების და ყველა სახის რძის ნარჩენების გასასუფთავებლად და ჰიგიენის უზრუნველსაყოფად.
შემადგენლობა და ტექნიკური დეტალები:
• შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიდს < 30%, ნატრიუმის ჰიდროქსიდს < 20%, ზედაპირულ -აქტიურ ნივთიერებებსა და ზედაპირის დამცავებს , რათა შეუნარჩუნოს ხისტ წყალს ეფექტურობა;
• არ შეიცავს ნიტრატებს და ფოსფატებს.
• გამჭვირვალე ყვითელი ფერის, ტიპიური ქლორის სუნის მქონე ხსნარი.
• pH 13 – 14
გამოყენება და დოზა: Dezinfex 305 უნდა გამოვიყენოთ წინასწარი გარეცხვის შემდეგ ქვემოთ მითითებული რაოდენობის წყალში ჩამატებით.
წინასწარი რეცხვა 40 - 50 °c 10 წუთი -
დოზა (1/2 ჩაის ჭიქა
10 ლიტრ წყალში)
საბოლოო გარეცხვა - ცივი წყლით
შენახვა, ტრანსპორტირება და უსაფრთხოება: ატარეთ სათანადო დამცავი ტანისამოსი, ხელთათმანები და სათვალეები. შეინახეთ შეუთავსებადი ნივთიერებებისგან შორს და არ გამოიყენოთ მჟავაზე დაფუძნებულ პროდუქტებთან ერთად. შეინახეთ ორიგინალ კონტეინერში. კონტეინერი შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში სუფთა, გრილ და კარგად განიავებულ ადგილას სიცხისგან, აალებადი მასალებისა და სინათლისგან შორს. კონტეინერებს მოაშორეთ პროდუქტის ნარჩენები. ღია კონტეინერები სათანადოდ უნდა დაიხუროს და უნდა განთავსდეს ვერტიკალურად, რომ თავიდან ავიცილოთ გაჟონვა.
გაუზავებელი ფორმა საშიშია კანისთვის და თვალებისთვის. გამოიყენეთ დამცავი სათვალეები და ნიღაბი.
შეფუთვა: 5 ლ
შენახვის ვადა: 6 თვე წარმოების თარიღიდან
მწარმოებელი: „ ROYAL ILAÇ“, თურქეთი
Royal Ilac