
ბიფლოქსი 10% (Biflox 10%)
პერორალური ხსნარი, ვეტერინარული გამოყენებისთვის.
სამიზნე სახეობები: შინაური ფრინველი, გოჭი.
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს ენროფლოქსაცინს — 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, გამოხდილი წყალი.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება შინაურ ფრინველსა და გოჭებში კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, პასტერელოზის, სტრეპტოკოკოზის, მიკოპლაზმოზის, ნეკროზული ენტერიტისა და ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება შერეული და ვირუსული დაავადებების თანმხლები მეორეული ბაქტერიული ინფექციების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ:
სამკურნალო ხსნარი მზადდება წყლის დღიური მოთხოვნილების გათვალისწინებით და ახლდება ყოველ 24 საათში. მკურნალობის პერიოდში მიეწოდება მხოლოდ პრეპარატის შემცველი სასმელი წყალი, საკმარისი რაოდენობით.
უკუჩვენებები და განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენება კვერცხმდებელ დედლებში და ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. არ არის რეკომენდებული ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან ან ტეტრაციკლინებთან ერთდროული გამოყენება.
დაყოვნების პერიოდი
ბოლო მიღებიდან სახორცედ დაკვლამდე:
გამოშვების ფორმა
1 მლ მინის ამპულა
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, მზისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“ (Biotecs) — საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. №8.
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.