
ბიტოქსი გასაბანი ხსნარი, ემულსიური კონცენტრატი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, ღორი.
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მლ დელტამეტრინს.
გამოშვების ფორმა: 100 მლ
გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება, როგორც ექტოპარაზიტიული საშუალება ტილების, რწყილების, ბალნიჭამიების, იქსოდური ტკიპებისა და მუნის ტკიპების წინააღმდეგ. გამოყენების წინ პრეპარატს აუცილებლად განაზავებენ გრილი წყლით. მოკლებეწვიანი ჯიშის ცხოველებს შეასხურებენ პრეპარატის წყალხსნარს, გრძელბეწვიანებს – ასველებენ ღრუბელის მეშვეობით. დაასველეთ ცხოველის ბეწვი და აცადეთ გაშრობა პრეპარატის ჩამობანის გარეშე. პრეპარატის გამოყენების თანმიმდევრობა: ყურის ნიჟარები, თავი, ტანი, კუდი, ანალური ხვრელის მიდამო, კიდურები. პრეპარატის მუშა ემულსიას ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ შემდეგი კონცენტრაციებით:
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
მწარმოებელი : ბიოტეკსი, საქართველო.
დეტალური ინფორმაცია: https://biotecsi.ge/ka/product/27-bitox
ბიოტეკსი