
ოქსი-მაქსი 200 LA (Oxy-Max 200 LA)
Oxytetracycline
საინექციო ხსნარი
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
აღწერა
ოქსი-მაქსი 200 LA (Oxy-Max 200 LA) წარმოადგენს ოქსიტეტრაციკლინის შემცველ ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ საინექციო პრეპარატს. იგი ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის, ასევე მიკოპლაზმების, ქლამიდიების, რიკეციების, სპიროქეტებისა და სხვა ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხისა და ღორის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
შემადგენლობა
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატი – 200 მგ
სამიზნე სახეობა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის:
ბრონქოპნევმონია;
კოლიბაქტერიოზი;
სალმონელოზი;
მასტიტები;
მშობიარობის შემდგომი ინფექციები;
მეტრიტები;
რესპირატორული ინფექციები;
კუჭ-ნაწლავის ინფექციები;
დერმატოლოგიური ინფექციები;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
სეპტიცემია;
მეორადი ბაქტერიული ინფექციები;
ინფიცირებული ჭრილობები;
ჩლიქების ინფექციები;
სხვა ინფექციური დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზირება
კუნთში საინექციოდ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი:
0.5–1 მლ / 10 კგ სხეულის მასაზე;
(10–20 მგ ოქსიტეტრაციკლინი / კგ სხეულის მასაზე);
ერთჯერადად;
საჭიროების შემთხვევაში განმეორება შესაძლებელია 48 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინების ჯგუფის პრეპარატების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია:
თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი;
ჰეპატოტოქსიურობა;
ძვლებისა და კბილების განვითარების დარღვევა მოზარდეულ ცხოველებში;
აზოტემია;
მეტაბოლური აციდოზი;
ელექტროლიტური დისბალანსი.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენეთ მოზარდ ცხოველებში, რადგან შესაძლებელია კბილების გაუფერულება.
ერთ საინექციო ადგილზე არ შეიყვანოთ:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში – 20 მლ-ზე მეტი;
ღორში – 10 მლ-ზე მეტი;
ხბოში, ცხვარსა და თხაში – 5 მლ-ზე მეტი.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძაღლებში, კატებსა და ცხენებში.
სიფრთხილით გამოიყენეთ ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ გამოიყენოთ კორტიკოსტეროიდებთან ერთად;
არ გამოიყენოთ ესტროგენებთან ერთად;
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება პენიცილინისა და ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან.
მაკეობა და ლაქტაცია
მაკეობის პერიოდში და ახალშობილების კბილების განვითარების დროს ოქსიტეტრაციკლინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის ცვლილება.
ზედოზირება
ოქსიტეტრაციკლინს აქვს უსაფრთხოების ფართო დიაპაზონი და ზედოზირების შედეგად ტოქსიკური რეაქციების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
ლოდინის პერიოდი
ხორცი – 28 დღე;
რძე – 7 დღე.
მკურნალობის პერიოდში მიღებული რძე თერმული დამუშავების შემდეგ გამოიყენება ცხოველთა საკვებად.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი მოთავსებულია II ტიპის მინის ბოთლში, რომელიც დალუქულია ბუტილის რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის მოსაძრობი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლისთვის. შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას;
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შ.პ.ს ბიოტეკსი
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.