
პრომექტინი 50 მლ საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხვარი, თხა.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ივერმექტინს 10 მგ და შემავსებელს 1 მლ-მდე.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ღორის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექტო და ენდო პარაზიტების საწინააღმდეგოდ.
მსხვილფეხა პირუტყვი: გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების, ფილტვის ნემატოდების, მატლების, ტილებისა და ტკიპების წინააღმდეგ
ღორი – გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდების, ფილტვის ნემატოდების, ტილებისა და ტკიპების წინააღმდეგ.
ცხვარი და თხა: გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთებისა და ფილტვის ნემატოდების წინააღმდეგ
გამოშვების ფორმა: 50მლ
გამოყენების წესი და დოზირება
შეჰყავთ კანქვეშ, ერთჯერადად.
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა – 1მლ/50კგ ც. წ-ზე (რაც ექვივალენტურია 0,2მგ ივერმექტინის 1კგ ც.წ-ზე.).
ღორი – 1,5მლ/50კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 0,3მგ ივერმექტინის 1კგ ც.წ-ზე).
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას 25°C-ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: ლივისტო, ესპანეთი.
Livisto