
ვეტოკეტი (VetoKet)
საინექციო ხსნარი
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
აღწერა
ვეტოკეტი (VetoKet) წარმოადგენს კეტოპროფენის შემცველ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საინექციო პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორებისა და ცხენების სხვადასხვა ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობების სამკურნალოდ.
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
კეტოპროფენი – 100 მგ
სამიზნე სახეობები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხენები.
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
კუნთოვანი სისტემის დაავადებების დროს ტკივილისა და ანთების შესამცირებლად;
ცურის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
ღორები:
მშობიარობის შემდგომი დისგალაქტიის სინდრომის (მეტრიტი, მასტიტი, აგალაქტია) დროს;
სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება.
ცხენები:
კუნთოვანი სისტემისა და სახსრების დაავადებების დროს;
კოლიკით გამოწვეული ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის;
ოპერაციის შემდგომი ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად.
გამოყენების წესი და დოზირება
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
კუნთში ან ინტრავენურად – 3 მგ კეტოპროფენი/კგ სხეულის მასაზე დღეში (3 მლ/100 კგ სხეულის მასაზე) 3 დღის განმავლობაში.
ღორები:
კუნთში – 3 მგ კეტოპროფენი/კგ სხეულის მასაზე (3 მლ/100 კგ სხეულის მასაზე), ერთჯერადად.
ცხენები:
ინტრავენურად – 2.2 მგ კეტოპროფენი/კგ სხეულის მასაზე დღეში (1 მლ/45 კგ სხეულის მასაზე) 3–5 დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია:
კოლიკის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა განმეორდეს კლინიკური გამოკვლევის ჩატარებამდე. კუნთში ერთ ადგილზე 5 მლ-ზე მეტი პრეპარატის შეყვანა არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის მიმართ;
კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი ან დაზიანებითი პროცესები;
ჰემორაგიული დიათეზი;
სისხლის დისკრაზიები;
ღვიძლის, გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
სიცოცხლის პირველი თვის კვიცები.
გვერდითი მოვლენები
კუნთში განმეორებითი ინექციის შემდეგ ადგილობრივი გაღიზიანება;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება ან წყლულის განვითარება;
ღორებში მადის დროებითი დაქვეითება;
ალერგიული რეაქციები.
მაკეობა და ლაქტაცია
ცხენებში კეტოპროფენის გავლენა ფერტილობაზე, მაკეობასა და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობაზე დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება მაკე ცხენებსა და 15 დღემდე ასაკის კვიცებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ გამოიყენოთ შარდმდენ საშუალებებთან ერთად;
არ გამოიყენოთ ანტიკოაგულანტებთან ერთად;
არ გამოიყენოთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ან მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება
შესაძლოა გამოვლინდეს:
მადის დაქვეითება;
ღებინება;
დიარეა.
ლოდინის პერიოდი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხენები:
ხორცი და სუბპროდუქტები – 4 დღე;
რძე (ძროხა) – 0 დღე.
გამოშვების ფორმა
100 მლ საინექციო ხსნარი მოთავსებულია მუქი ფერის მინის ფლაკონში, რომელიც მჭიდროდ დახურულია რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის მოსაძრობი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლისთვის. შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში;
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას;
შენახვის ტემპერატურა: არაუმეტეს 25°C;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შ.პ.ს ბიოტეკსი საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. №8.
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.