
კლოქსამაქსი არის ინტრაცისტერნალური ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე და ქრონიკული მასტიტების სამკურნალოდ. ამოქსიცილინისა და კლოქსაცილინის კომბინაცია უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ მოქმედებას და ხანგრძლივ ეფექტს.
სამიზნე სახეობა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი – 25 მგ
კლოქსაცილინის ნატრიუმი – 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ვაზელინი
მზესუმზირის ზეთი
აღწერა
თეთრი ან მოყვითალო ფერის ზეთოვანი სუსპენზია, დამახასიათებელი სუნით. დაყოვნებისას შესაძლებელია ფენებად დაყოფა.
გამოყენების ჩვენებები
კლოქსამაქსი გამოიყენება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე და ქრონიკული მასტიტების სამკურნალოდ;
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე და ქრონიკული მასტიტების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი
ინტრაცისტერნალურად 10 მლ ცურის თითოეულ დაავადებულ მეოთხედში ყოველ 12–24 საათში ერთხელ.
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
ინტრაცისტერნალურად 5 მლ ცურის თითოეულ დაავადებულ მეოთხედში ყოველ 12–24 საათში ერთხელ.
მშრალობის პერიოდში
10 მლ ინტრაცისტერნალურად თითოეულ დაავადებულ მეოთხედში ბოლო მოწველიდან 10–14 დღის შემდეგ.
შეყვანის წესი:
პრეპარატის შეყვანამდე დაზიანებული მეოთხედი უნდა გათავისუფლდეს შიგთავსისგან (რძე უნდა განადგურდეს), დვრილი დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით. კათეტერი ფრთხილად შეიყვანეთ დვრილის არხში, შეიყვანეთ პრეპარატი, შემდეგ დვრილის სადინარი მოუჭირეთ 1–2 წუთის განმავლობაში და ჩაატარეთ მსუბუქი მასაჟი.
ლოდინის პერიოდი
რძე: საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
10 მლ ერთდოზიანი პოლიეთილენის შპრიცი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 10–20°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი
მწარმოებელი: შ.პ.ს ბიოტეკსი, საქართველო
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.