
სეპტერი – ძლიერი და უსაფრთხო ანტისეპტიკური ხსნარი
შემადგენლობა (100 მლ-ში):
აქტიური ნივთიერება: ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი (70%), გლიცერინი
ეფექტური დაცვა მიკრობებისგან
სეპტერი მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, მათ შორის:
Staphylococcus aureus, E. coli, Pseudomonas aeruginosa
ვირუსებზე: H1N1, H5N1, ჰეპატიტის B/C/D, HIV, SARS
სოკოებზე: Candida albicans, Trichophyton spp. და სხვ.
გამოყენების არეალი
სეფტერი იდეალურია:
სამედიცინო პერსონალის ხელების ანტისეპტიკისთვის
საოპერაციო ველისა და კანის დასამუშავებლად
საინექციო ველისა და ფლაკონების დეზინფექციისთვის
ხელთათმანების გარეგანი გაწმენდისთვის
სანიტარულ, ლაბორატორიულ, კოსმეტიკურ, კვების და სხვა სფეროებში
გამოყენების წესი:
ხელის ჰიგიენისთვის: 3 მლ ხსნარი, 30 წამის განმავლობაში
ქირურგიული ანტისეპტიკა: ორჯერადად, საერთო 5 წუთი
კანის/ინექციის ველის დასამუშავებლად: ტამპონით ორჯერადი დამუშავება, შეყოვნების დრო 15–30 წწ
ფეხის ტერფისთვის: ტამპონით გულდასმით, თითოეულზე მინ. 30 წწ
გაფრთხილება:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
არ გამოიყენოთ ლორწოვანზე, ღია ჭრილობაზე ან იოდთან ერთად
არ გამოიყენოთ შიგნით
მოარიდეთ ბავშვებს
შენახვის პირობები:
+25°C-მდე ტემპერატურაზე
მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გამოშვების ფორმა: 1 ლ
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/355-
ბიოტეკსი