
ფისტოკლოზანიდი 3000
პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი
შემადგენლობა: 1 ბოლუსი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 3000მგ
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი
გამოშვების ფორმა: #60 ბოლუსი პოლიეთილენის ფლაოკონში
აღწერა: თეთრი, მოყვითალო ან კრემისფერი ფერის ბოლუსები, ერთ ზედაპირზე Fჭდით მეორე ზედაპირზე წარწერა ,, BIO”
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის სამკურნალოდ ფასციოლოზის, ეზოფაგოსტომოზის, დიქტიოკაულოზის, პარამფისტომიდოზის, მონიეზიოზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, საკვებთან ერთად.
მსხვილფეხა პირუტყვის ფასციოლოზის ეზოფაგოსტომოზის, დიქტიოკაულოზის წინააღმდეგ - 1 ბოლ. 350კგ ც.წ-ზე; პარამფისტომიდოზების, მონიეზიოზის დროს-1 ბოლუსი 200კგ ც.წ-ზე.
უკუჩვენებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება მსხვილფეხა პირუტყვის მაკეობის პირველMმესამედში.
დაყოვნების პერიოდი
დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ. მსხვილფეხა პირუტყვის რძე გამოიყენება პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო
ბიოტეკსი