
არ არის მარაგში
ნეომოქსის ბოლუსი საშვილოსნოში გამოსაყენებლი პრეპარატი, გამოიყენება ვეტერინარიაში
შემადგენლობა
თითოეული 4გ-ანი ბოლუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნეომიცინის სულფატს - 500მგ; ოქსიტრაციკლინის ჰ/ქ - 500მგ
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მეხორცული, მერძეული), წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი(ცხვარი, თხა), ღორი, ცხენი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30 ბოლუსი
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, ღორის სასქესო ორგანოების, მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელთა გამომწვევია ოქსიტეტრაციკლინის და ნეომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები. გართულებული და პათოლოგიური მშობიარობის, აბორტების, მომყოლის ქირურგიული მოცილების, მშობიარობის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს.
დოზირება, მიღების წესი:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების სანიტარული დამუშავება. პრეპარატი გამოიყენება მშობიარობიდან 2-4 სთ-ის შემდეგ.
საპროფილაქტიკოდ: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენებს: საშვილოსნოში, 1 ბოლუსი ერთჯერ ან ორჯერ, 48 სთ-ის ინტერვალით.
ცხვარს, თხას, დედაღორს: საშვილოსნოში, ½ ბოლუსი ერთჯერ ან ორჯერ 48 სთ-ის ინტერვალით.
სამკურნალოდ: ძროხებს, ცხენებს: საშვილოსნოში, 1-3 ბოლუსი, 48 სთ-ში ერთჯერ, გამოჯანმრთელებამდე;
ცხვარს, თხას, დედაღორს: საშვილოსნოში, 1-2 ბოლუსი, 48 სთ-ში ერთჯერ, გამოჯანმრთელებამდე.
დაავადების მძიმე ფორმებში მიმდინარეობისას ბოლუსის მიღება ხდება 24 სთ-ში ერთხელ.
პროცედურა მეორდება 3-ჯერ, საჭიროებისამებრ არაუმეტეს 5-ჯერ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 10 ° C- დან 25 ° C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან, სასმელთან და ცხოველების საკვებთან ერთად.
შენახვის ვადა: 2 წელი წარმოების დღიდან
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ#8.
დეტალური ინფორმაცია: https://biotecsi.ge/ka/product/94-neomox
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.








