
პრიმაფული საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატს 300მგ; ფლუნიქსინ მეგლუმინს 20მგ, შემავსებელი.
გამოყენების ჩვენებები:
პრიმაფულის საინექციო ხსნარი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების, თხების და ხბოების სისტემური და ადგილობრივი ინფექციების, რესპირატორული და საშარდე სისტემის ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით და მეორადი ბაქტერიული ინფექციებით, გამოწვეული Pasteurella haemolytica-ს მიერ.
გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონში
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში, შემდეგი დოზით:
პრაქტიკული დოზა: მსხვილფეხა პირუტყვი - 1მლ 10კგ ც.წ-ზე.
ცხვარი, თხა და ხბო - 1,5–2,5მლ 50კგ ც.წ-ზე.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შენარჩუნებულია 24–36 საათი, ხოლო ანტიბაქტერიული ეფექტი 5–6 დღე.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე 15–25°C ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/34-primafule