
ბარიერი სუპერი
გამოიყენება რწყილებისა და ტკიპების წინააღმდეგ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება – ფიპრონილი – გამოიყენება რწყილების, ტკიპებისა და ტილებისაგან გამოწვეული დაავადების თავიდან ასაცილებლად და დაავადებების გასანადგურებლად ძაღლებისა და კატების ყველა ასაკობრივ ეტაპზე.
აღწერა
გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე, კომპონენტებისთვის დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
ფიპრონილი – 80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, იზოპროპილის ალკოჰოლი.
ფიპრონილი – ფენილპირაზოლის წარმოებული – მოქმედებს პარაზიტების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ისე, რომ არ ზემოქმედებს ცხოველზე. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ქლორის იონების გატარების დაბლოკვას GABA-დამოკიდებულ არხებში, რაც იწვევს ნერვული სისტემის დარღვევას, ზემგრძნობელობასა და პარაზიტების დაღუპვას.
გამოყენება
გამოიყენება რწყილებით (Ctenocephalus spp.), ტკიპებით (Dermacentor spp., Rhipicephalus spp., Ixodes spp.), ტილებით (Trichodectes canis, Felicola subrostratus) გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ასევე ეფექტურია ყურის ტკიპების (ოტოდექტოზი) შემთხვევაში.
გამოყენების წესი
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად, უშუალოდ კანზე, ცხოველისათვის წვდომისგან დაცულ ადგილას –
ძაღლებისთვის ბეჭებზე და ხერხემალზე,
კატებისთვის – კეფაზე.
დოზირება:
ლეკვები და კნუტები – 0.5 მლ
კატები – 1 მლ
ძაღლები:
2–10 კგ – 1 მლ
10–20 კგ – 2 მლ
20–40 კგ – 3 მლ
40 კგ – 4 მლ
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. პრევენციული ეფექტი გრძელდება 1.5–2 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ხელახალი დამუშავება.
ოტოდექტოზის მკურნალობისას პრეპარატი იწვეთება ყურის არხში 2–3 წვეთი. პროცედურა მეორდება 2–3-ჯერ, 8–10 დღიანი ინტერვალით.
უკუჩვენებები
ფიპრონილზე ან სხვა შემადგენელ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში.
არ გამოიყენება:
12 კვირამდე კნუტებში
10 კვირამდე ლეკვებში
სხვა ინსექტოაკარიციდებთან ერთად
არ არის რეკომენდებული: დასუსტებულ, მოხუც, ორსულ ან რძემსმოწოვი ცხოველებში.
შენახვა:
იანხება მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/668-barrier-super
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.