
პასტერელოზის საწინააღმდეგო შრატი საინექციო ვეტერინარული საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ დაცვას პასტერელოზის წინააღმდეგ
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი
აღწერილობა: მოყვითალო გამჭვირვალე ხსნარი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი ცილოვანი ნალექი, ადვილად აღდგება შენჯღრევისას.
გამოშვების ფორმა: 100 მლ მინის ფლაკონები, ჰერმეტულად დახურული რეზინის საცობითა და ალუმინის თავსახურით.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს Pasteurella multocida-ს ჰიპერიმუნურ ანტისხეულებს.
ბიოლოგიური მოქმედება: პრეპარატი იძლევა პასიურ იმუნიტეტს პასტერელოზის ინფექციების წინააღმდეგ. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური, ასევე თერაპიული მიზნებისთვის პასტერელოზით დაავადებულ ან რისკის ქვეშ მყოფ ცხოველებში.
გამოყენების ჩვენებები: პასტერელოზით დაავადებული ან საეჭვო ცხოველების მკურნალობა დაავადების გავრცელების პრევენცია საფრთხის შემცველ ფერმებში საგანგებო სიტუაციებში, როდესაც ვაქცინაცია არ არის შესაძლებელი ან არ არის დრო ეფექტის მისაღწევად
გამოყენების წესი და დოზირება: შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში,
ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით:
მოზრდილი პირუტყვი: 30–60 მლ
მოზარდა ცხვარი და თხა: 10–30 მლ
ღორი: 20–40 მლ მ
კურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია განმეორებითი დოზირება 24 საათის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და გრილ ადგილზე (2–15°C), შორს საკვები პროდუქტებისგან. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი გამოშვებიდან.
მწარმოებელი: სს „ბელვიტუნიფარმი“, ბელარუსის რესპუბლიკა
დეტალური ინფორმაცია: https://roqi.ge/ka/product/388-anti-pasteurellosis-serum